კიდევ კარგი "ნაცები" არ მივიდნენ კენჭისყრაზე თორემ ბიძინა ჩააგდებდა ცვლილებებს - ლაშა ნაცვლიშვილი
კიდევ კარგი "ნაცები" არ მივიდნენ კენჭისყრაზე თორემ ბიძინა ჩააგდებდა ცვლილებებს - ლაშა ნაცვლიშვილი

A+ A-

15:29 23/06/2020

„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ირონიულ სტატუსს აქვეყნებს და ოპოზიციის ბოიკოტს ეხმიანება, რომელიც მათ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრას გამოუცხადეს.

„ერთ დროს "ერთიანმა ნაციონალურმა" მოძრაობამ კიდევ ერთხელ იხსნა ქართული დემოკრატია! კიდევ კარგი, ჭკუა ეყოთ და არ მივიდნენ კენჭისყრაზე, თორემ ბიძინა დროს იხელთებდა და ეგრევე ჩააგდებდა კონსტიტუციურ ცვლილებებს. აღარ გაგივა ეგ ხრიკები, ბიძინა! აი, ნახე – მომავალი მოწვევის პარლამენტში ვაბშე არ შემოვლენ "ნაცები" და დაგტოვებენ სრულ იზოლაციაში“,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.