ახალ ზელანდიაში კორონავირუსით 15 დღეა, არავინ დაინფიცირებულა
ახალ ზელანდიაში კორონავირუსით 15 დღეა, არავინ დაინფიცირებულა

A+ A-

17:49 06/06/2020

ახალ ზელანდიაში უკვე 15 დღეა, კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა.

საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო პაციენტი მაისის ბოლოსთვის გაწერეს.

ჯამში აქ 1504 ადამიანი დაინფიცირდა, 22 - გარდაიცვალა. ახალი ზელანდია შეზღუდვებს 8 ივნისიდან მოხსნის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია.