მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე დაკავებულ 8 პირს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე დაკავებულ 8 პირს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

A+ A-

16:12 06/06/2020

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე დაკავებული ცხრა პირიდან რვას 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

მინდია ლავასოღლის ახლობლები აჭარის პროკურატურასთან პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ. 

მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები აჭარის პროკურატურასთან აქციებს რამდენიმე დღეა მართავენ. ისინი თურქეთის ციხეში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოში ან მესამე ქვეყანაში ექსტრადაციას ითხოვენ.