ვინ იყო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
ვინ იყო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

A+ A-

15:29 06/06/2020

ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, 39 წლის საიბ გე­ი­და­რო­ვია. იგი წარ­მო­შო­ბით მარ­ნე­უ­ლი­დან იყო და თბი­ლის­ში შსს-ს სა­ექ­სპერ­ტო კრი­მი­ნა­ლის­ტურ დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და.

მას შემ­დეგ, რაც მარ­ნე­უ­ლი სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნად გა­მო­ცხად­და, გე­ი­და­როვ­მა მუ­შა­ო­ბა იქ გა­აგ­რძე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი თით­ქმის 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლებს და ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე ზრუ­ნავ­და. მას მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

ცნო­ბის­თვის, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ აფეთ­ქე­ბა იყო, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტი შე­სა­მოწ­მებ­ლად იყო მი­სუ­ლი, რა დრო­საც დენ­მა და­არ­ტყა. მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იგი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის თბი­ლი­სის სა­ექ­სპერ­ტო სამ­სა­ხუ­რის ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და უსამ­ძიმ­რებს და­ღუ­პუ­ლის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს.

ექ­სპერტ კრი­მი­ნა­ლის­ტი თბი­ლის­ში, ელ­გუ­ჯა ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის და­მა­ტე­ბით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და, რა დრო­საც, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას დენ­მა და­არ­ტყა და ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლის­ში, ნუ­ცუ­ბი­ძის მე-3 პლა­ტო­ზე, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი "ეკო გაზი" 1 ივ­ნისს აფეთ­ქდა. აფეთ­ქე­ბა კაფე „ვერ­დეს“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. აფეთ­ქე­ბის სიძ­ლი­ე­რემ მიმ­დე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბის მი­ნე­ბი ჩა­ამ­სხვრია.

შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია, თუმ­ცა და­შავ­და ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია

"ambebi.ge"