აშშ-ში პოლიციამ მანქანაში ცოლ-ქმრისა და მათი 4 შვილის ცხედარი აღმოაჩინა
აშშ-ში პოლიციამ მანქანაში ცოლ-ქმრისა და მათი 4 შვილის ცხედარი აღმოაჩინა

A+ A-

13:01 06/06/2020

აშშ-ში, ტეხასში ერთი ოჯახის 6 წევრი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ CNN-იიტყობინება.

ტელეარხის ცნობით, სამართალდამცველებმა 30 წელს გადაცილებული კაცი, მისი ცოლი და მათი 4 შვილი, რომელთა ასაკიც 11 თვიდან 4 წლამდე მერყეობს ავტოფარეხში გაჩერებულ მანქანაში აღმოაჩინეს. პოლიციაში მიიჩნევენ, რომ საქმე სავარაუდოდ თვითმკვლელობას ეხება, რადგან ექვსივეს გარდაცვალების მიზეზი გაზით მოწამვლაა.

ამ ეტაპზე სამართალდამცველები ოჯახის იდენტიფიცირებაზე მუშაობენ.