ვარკეთილში მამაკაცი, რომელმაც სანადირო თოფით ცეცხლი გახსნა, პოლიციას ჩაბარდა
ვარკეთილში მამაკაცი, რომელმაც სანადირო თოფით ცეცხლი გახსნა, პოლიციას ჩაბარდა

A+ A-

16:40 05/06/2020

ვარკეთილში მამაკაცი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში საცხოვრებელ ბინაში იყო გამოკეტილი და სანადირო თოფით ცეცხლი გახსნა, სამართალდამცველებმა დააკავეს.
მამაკაცი პოლიციელებს მოლაპარაკებების შედეგად ჩაბარდა. ამ ეტაპზე საფრთხე აღარ არსებობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, ღონისძიებების შედეგად, არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

"მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნულმა პიროვნებამ დატოვა საცხოვრებელი სახლი. ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდ არის, არავინ არ დაშავებულა ღონისძიების შედეგად, ამ ეტაპისთვის უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი იმყოფებოდა ძლიერ ნასვამ მდგომაროებაში. შესაბამისად, ჩვენ მასთან ვაწარმოებდით რამდენიმე საათიან მოლაპარაკებას, რის შემდეგაც მან მიიღო გადაწყვეტილება და უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ საცხოვრებელი სახლიდან, არავის საფრთხე არ ემუქრება ამ ეტაპისთვის, არავინ არ დაშავებულა ღონისძიების შედეგად. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დეტალები დაზუსტდება და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.