წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრილიანტი - პრემიერ-მინისტრი
წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრილიანტი - პრემიერ-მინისტრი

A+ A-

16:45 05/06/2020

გეოგრაფიულად, დღეს წყალტუბო არის ტურისტული თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული და მიმზიდველი მიმართულება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი. მას სჭირდება ინვესტიციები.

"წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი უკვე ჩამოყალიბებულია, მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის, ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება. შეიძლება ჩვენ, განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში, დროში სადღაც ჩამოვრჩეთ, მაგრამ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი და ნახავთ," -განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს შანსი აქვს, რომ პირველი ტურისტები ისრაელიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან და ავსტრიიდან მიიღოს.