იაპონიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლიდან იგეგმება
იაპონიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლიდან იგეგმება

A+ A-

13:54 05/06/2020

 

კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოსახლეობის ვაქცინაცია, იაპონიაში 2021 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ამის შესახებ იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის მინისტრმა კატსუნობუ კატომ განაცხადა.

როგორც კატსუნობუმ განმარტა, ამჟამად წამყვანი იაპონური ფარმაცევტული კომპანიები და კვლევითი ინსტიტუტები მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და წამლების შემუშავებაზე.

„ჩვენ ვცდილობთ, ვაქცინაციის სწრაფად განხორციელებას, მიზანი 2021 წლის პირველი ნახევარია”, – ციტირებს მას იაპონური საზოგადოებრივი ტელევიზია.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, იაპონიამ კორონავირუსისთვის ვაქცინებისა და წამლების შექმნაზე მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურაა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი პირველი ეპიცენტრი ჩინეთის შემდეგ სწორედ იაპონია იყო, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, იქ გამოვლენილია ინფიცირების 17,7 და გარდაცვალების 920-ზე მეტი ფაქტი.

მსოფლიო ლიდერი ქვეყნების სიაში იაპონია უკვე 43-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უხანში გავრცელდა და უკვე 213 ქვეყანაშია დადასტურებული.

გამოვლენილია ინფიცირების 6,7 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 400 ათასამდე ფაქტი. მსოფლიოში უკვე გამოჯანმრთელდა 3 242 111 ადამიანი, ინფიცირებულთაგან 3 058 289 კვლავ ებრძვის „უხილავ მტერს“.