სამარცხვინოა თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებები - სალომე სამადაშვილი
სამარცხვინოა თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებები - სალომე სამადაშვილი

A+ A-

13:01 05/06/2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში თბილისის 6 ოლქში ოპოზიცია იმედია მაქსიმალურად ეკლექტურ შემადგენლობას წარმოადგენს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხდა.

„ჩვენ კანდიდატებს დავაყენებთ 2 ოლქში და იმედი მაქვს, რომ სხვა ოპოზიციური, ნაციონალურ მოძრაობაზე გაცილებით მცირე პარტიები ერთმანეთში მიაღწევენ ისეთ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს დარჩენილ 6 ოლქში ასახული იყოს მაქსიმალურად ეკლექტური შემადგენლობა. ეს არის შეთანხმების საკითხი, სხვა ოპოზიციური სუბიექტებს შორის",- აცხადებს სამადაშვილი.

სამადაშვილი ასევე 20 ივნისს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერი ქართულ საზოგადოებას ცუდად იცნობს, როცა ფიქრობს, რომ მსგავსი " იაფფასიანი გამოსვლებით" ხელს შეუშლის მათ გამოხატვის თავისუფლებას.

"მე ვფიქრობ, რომ ძალიან სამარცხვინოა თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებები, რომელიც აქვს მიღებული პარლამენტის წინ სივრცესთან მიმართებაში. ეს არის ის სივრცე, სადაც გასული 30 წლის მანძილზე იწერება საქართველოს ისტორია, სადაც ჩვენი მოქალაქეები იკრიბებიან იმისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები. ბატონმა კალაძე ჯერ მრავალთვიანი საახალწლო ატრაქციონების გამოყენებით შეეცადა ჩაეკეტა ეს სივრცე და შემდგომ ძალიან კომიკურად ხანგრძლივი სარემონტო სამუშაოებით. ალბათ, კალაძე ძალიან ცუდად იცნობს ქართველ ხალხს, თუ ფიქრობს, რომ მსგავსი იაფფასიანი გამოსვლებით ხელს შეუშლის ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების გამოხატვას ამ ქვეყანაში",- განაცხადა სამადაშვილმა.