საბანკო ვალდებულებები კიდევ 3 თვით უნდა გადავადდეს ყველასთვის - უდუმაშვილი
საბანკო ვალდებულებები კიდევ 3 თვით უნდა გადავადდეს ყველასთვის - უდუმაშვილი

A+ A-

12:46 05/06/2020

საბანკო ვალდებულებების გადასავადებლად ხალხის შერჩევა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა განაცხადაკრწანისის რაიონის მცხოვრებ ლია ასკურავასთან შეხვედრისას.

როგორც უდუმაშვილი განმარტავს, კრწანისის მცხოვრებთა მთავარი შემოსავალი კერძო ბიზნესი იყო, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალდა და გაჩერდა.

"ესაა ხელისუფლების დაპირება, რომელიც რეალურად არ სრულდება. კორონავირუსმა საშუალო და მცირე ბიზნესი ყველაზე მეტად დააზარალა. ეს სასტუმრო 4 თვეა პრაქტიკულად გაჩერებულია, ერთი სტუმარი არ ჰყავს და მეპატრონეს კი 2 დღეში სერიოზული კრედიტის გადახდა უწევს.

ის დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ გასცა, ვიღაცას შეეხო, თუმცა ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს არ დახმარებია და მათ ნებისმიერ გადავადებაზე უარს ეუბნებიან, ესაა შერჩევითი მიდგომის შედეგი. ჩვენ ვითხოვთ საბანკო ვალდებულება განურჩევლად ყველას გადაუვადდეს" - ზალიკო უდუმაშვილი.

ლია ასკურავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შეგნებულად არ უვადებს ყველას სესხებს, რომ ადამიანები გააკოტრონ და ქონება ჩამოართვან.

"შეიძლება ითქვას, რომ იანვრიდან უკვე ტურისტი შემცირდა და მარტიდან საერთოდ გაქრა. პრემიერმა უპროცენტო გადავადება გამოაცხადა, თუმცა ხალხის შერჩევა მიმდინარეობს ვის გადაუვადებენ და ვის არა. შეგრძნება მაქვს, რომ ამას ხელისუფლება შეგნებულად აკეთებს, რომ ადამიანები გააკოტრონ და ქონება ჩამოართვან. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე მდგომარეობაში ვართ" - ამბობს ლია ასკურავა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკრიზისული გეგმის თანახმად საბანკო ვალდებულებები 3 თვით უნდა გადავადდეს, რათა ადამიანებმა ბიზნესის წარმოება და ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლონ.