მოლარე VS დირექტორი - რა არის ახლა ბიძინა ივანიშვილის მთავარი საფიქრალი?
მოლარე VS დირექტორი - რა არის ახლა ბიძინა ივანიშვილის მთავარი საფიქრალი?

A+ A-

12:43 05/06/2020
ბიძინა ივანიშვილის მთავარი საფიქრალია პრემიერ-მინისტრ გახარიას, როგორ შეასრულებინოს შავი სამუშაო ისე, რომ დივიდენდები მას ჩაეთვალოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს.
 
"ახლა ბიძინას მთავარი საფიქრალია - როგორ მოახერხოს, რომ გახარიამ მთელი შავი სამუშაო შეასრულოს საარჩევნოდ და დივიდენდები თვითონ დაიწეროს. ანუ შექმნას სიტუაცია, როდესაც ხელფასისთვის ყველა მადლიერი იქნება მოლარის და არა დირექტორის”,-წერს ხუხაშვილი.
 
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას 15 ივნისამდე დატოვებს.