615 870 ინფიცირებული, 34 039 - გარდაცვლილი - ბრაზილია ახალ ანტირეკორდებს ამყარებს
615 870 ინფიცირებული, 34 039 - გარდაცვლილი - ბრაზილია ახალ ანტირეკორდებს ამყარებს

A+ A-

11:03 05/06/2020

ამერიკის შეერთებული შტატების შედეგ, ჩინური ვირუსითმსოფლიოში ყველაზე მეტად ლათინო ამერიკული ქვეყანა ბრაზილია დაზარალდა. მსოფლიო ლიდერთა" სიაში ბრაზილია ინფიცირებულთა რაოდენობით  - მეორე ადგილს იკავებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით  - მესამეს,  აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 615 870-ს მიაღწია, მათგან ინფიცირების 31 890 შემთხვევა მხოლოდ გასულ დღე-ღამეს გამოვლინდა.

გარდაცვლილთა რაოდენობით, ბრაზილიამ გადაუსწრო იტალიასა და ესპანეთს.

იქ ვირუსის გავრცელების დღიდან დღემდე გარდაცვლილია 34 039 ადამიანი, მათგან 1 492 გასულ 24 საათში.

ქვეყანაში უკვე გამოჯანმრთელდა 274 997 პაციენტი, თუმცა 306 834 კვლავ ებრძვის ვირუსს.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის მთავრობის განცხადებით,  ქვეყანას არ აქვს საკმარისი რაოდენობის ტესტები და შესაბამისად, აღურიცხავი ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.

ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, შიშობენ, რომ ის განსაკუთრებით დააზარალებს დაავადებების მიმართ მოსახლეობის გაცილებით მოწყვლად ნაწილს:  ბრაზილიის ღარიბ რაიონებსა და აბორიგენებს.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ  უხანში გავრცელდა და უკვე 213 ქვეყანაშია დადასტურებული..

გამოვლენილია ინფიცირების 6,7 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 400 ათასამდე ფაქტი.

მსოფლიოში უკვე გამოჯანმრთელდა 3 242 111 ადამიანი, ინფიცირებულთაგან  3 058 289 კვლავ ებრძვის  „უხილავ მტერს“.

მარიამ მაჭარაშვილი