ნიუ-იორკში პოლიციამ დემონტრანტების დაკავება წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო
ნიუ-იორკში პოლიციამ დემონტრანტების დაკავება წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო

A+ A-

10:55 05/06/2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკის პოლიციამ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო, საპროტესტო აქციების მონაწილეების დაკავება "კომენდანტის საათის" დაწყებისთანავე დაიწყო. ამის შესახებ უცხოური გამოცემა იუწყება.

ტელეკომპანის CNN-ის კორესპონდენტის ცნობით, პოლიციელები აქციის მონაწილეებს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე აკავებდნენ.

საპროტესტო აქციები გრძელდება ვაშინგტონშიც, სადაც გასული ღამის განმავლობაში არავინ დაუკავებიათ, ვინაიდან ქალაქში რამდენიმე ღამეა „კომენდანტის საათი“ აღარ მოქმედებს.

ცნობისთვის, აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.