მე მხარს ვუჭერ ნამდვილი გმირის პოლიტიკაში მოსვლას! - მიხეილ სააკაშვილი დევი ჭანკოტაძეზე
მე მხარს ვუჭერ ნამდვილი გმირის პოლიტიკაში მოსვლას! - მიხეილ სააკაშვილი დევი ჭანკოტაძეზე

A+ A-

14:31 04/06/2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გენერალ დევი ჭანკოტაძის პოლიტიკაში მოსვლას მხარს უჭერს. ამის შესახებ თავად სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით ნამდვილი გმირები არიან ლიდერები და არაა ის "ვინც საეჭვო წარმოშობის ფულს ხარჯავს საკუთარ ლიდერობაზე".

"მე მხარს ვუჭერ ნამდვილი გმირის პოლიტიკაში მოსვლას! ლიდერი ის კი არაა ვინც საეჭვო წარმოშობის ფულს ხარჯავს საკუთარ “ლიდერობაზე” და მომავალ თანამდებობაზე აწეულ PR კამპანიაზე, არამედ აი ეს ნამდვილი პატრიოტი და სამშობლოს გენერალი", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ერთ-ერთ მედიასაშუალებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიურში გენერალმა, დევი ჭანკოტაძემ პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა.

შეგახსენებთ, დევი ჭანკოტაძე ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტია.2000–2004 და 2008-2009 წლებში იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2009-2012 წლებში გენშტაბის უფროსი. ჭანკოტაძე აშშ-ის ლეგიონის ღირსებისა და საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერია.