რა ღირს საწვავი საქართველოში - ბოლო 1 თვეში ზოგიერთ სადგურზე ფასი 10-20 თეთრით არის შემცირებული
რა ღირს საწვავი საქართველოში - ბოლო 1 თვეში ზოგიერთ სადგურზე  ფასი 10-20 თეთრით არის შემცირებული

A+ A-

11:31 03/06/2020

Brent-ის ტიპის საწვავის ფასმა ლონდონში ICE- ბირჟაზე 40 დოლარს გადააჭარბა.

სამშაბათს გვიან ღამით, ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად აგვისტოს ფიუჩერსები 1,31%-ით გაიზარდა და ბარელზე 40.09 აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო პერიოდში ამ ტიპის საწვავის 40 დოლარი 6 მარტს ღირდა, მას შემდეგ ფასი მუდმივად მცირდებოდა.

თავის მხრივ, გაიზარდა ფასი WTI-ის ტიპის საწვავზეც. ამერიკული ნედლი ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსები 2.66%-ით გაიზარდა და 37,57 დოლარი გახდა.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო 1 თვის განმავლობაში ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე, ზოგიერთი ტიპის საწვავი 10-20 თეთრით არის შმეცირებული. კერძოდ, დღეის მდგომარეობით:

„გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.05 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ - 1.97 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი - 1.89; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.25 ლარია. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი 1.99 და 2.09 ლარი ღირს.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, „დიზელ ენერჯის“ ფასი - 1.94 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი - 2.04 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 1.97 და 1.87 ლარი ღირს; „ეკო სუპერის “ ფასმა კი 2.14 ლარი შეადგინა.

დღეის მდგომარეობით „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ 1.97 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 1.84 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი 1.95 ლარი ღირს, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი კი 2.19 ლარია.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი - 1.97 ლარია; „რეგულარი“ - 1.87; სუპერი - 2.14; ევრო-დიზელი კი 2.02 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 1.90 ლარია.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევრო დიზელის“ ფასი - 2.09 ლარია; 1 ლიტრი „ევრო დიზელი" 2.05 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ - 2.09 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 1.99 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 2.28 ლარი ღირს.

"bpn"