საპროტესტო აქციებს ამერიკაში შესაძლოა, კოვიდ-19-ის მორიგი მოზღვავება მოჰყვეს
საპროტესტო აქციებს ამერიკაში შესაძლოა, კოვიდ-19-ის მორიგი მოზღვავება მოჰყვეს

A+ A-

10:14 03/06/2020

ამერიკის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების შედეგად, შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების მოზღვავება დაიწყოს.

ამერიკის დაახლოებით 40 ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღა მინეაპოლისში თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მამაკაცის მიმართ ძალის გამოყენების გამო დაიწყო. ინციდენტის დროს 46 წლის ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

მომიტინგეების ერთი ნაწილი ნიღბებს ატარებს, მეორე ნაწილი კი არა. სოციალური დისტანცირება ისედაც რთული შესანარჩუნებელია, მაგრამ ისეთი დემონსტრაციების დროს, როგორიც ბოლო სამი დღე მასობრივად მიმდინარეობს, ერთმანეთთან დისტანციის დაჭერა შეუძლებელია.

„ისევ გავიმეორებ, რომ თითქოს მას შემდეგ ერთი ცხოვრება გავიარეთ: ჩვენ ისევ პანდემიის შუაგულში ვართ... ჯერ ისევ იმის ზღვარზე ვართ, რომ საავადმყოფოებმა ვერე შეძლონ ნაკადის მოზღვავებისთვის თავის გართმევა,“ უთხრა მინესოტის გუბერნატორმა ტიმ ვოლცმა „ასოშეიტედ პრესს.“

იგივეს უმეორებს მოსახლეობას ატლანტის მერი კეიშა ლანს ბოტომსი და დასძენს, რომ პანდემია უფრო მეტად რასობრივ უმცირესობებს აზარალებს.

წყარო: ამერიკის ხმა