6 - გამოჯანმრთებული, 4 - ინფიცირებული - საქართველოს კორონავირუსული სტატისტიკა
6 - გამოჯანმრთებული, 4 - ინფიცირებული - საქართველოს კორონავირუსული სტატისტიკა

A+ A-

10:07 03/06/2020

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 800 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 640 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2424 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.