დედამიწაზე მეექვსე მასობრივი გადაშენება დაიწყო - ახალი კვლევა
დედამიწაზე მეექვსე მასობრივი გადაშენება დაიწყო - ახალი კვლევა

A+ A-

18:21 02/06/2020

ამერიკელი და მექსიკელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტყეების გაჩეხვამ და ბრაკონიერობამ ცხოველების, ფრინველების და რეპტილიების სულ მცირე 515 სახეობა გადაშენების ზღვარზე მიიყვანა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენს პლანეტაზე მეექვსე მასობრივი გადაშენების პროცესი მიმდინარეობს. ცოცხალი არსებები ბუნებრივ ტემპთანშედარებით დედამიწის ზურგიდან 100-ჯერ სწრაფად ქრებია. თუმცა წინა პერიოდებისგანგანსხვავებით, როდესაც გადაშენება ბუნებრივი კატაკლიზმებით იყო გამოწვეული, ეს პროცესი ადამიანის აქტივობის შედეგია.

„მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში შევედით. ჩვენი კვლევის შედეგად გავარკვიეთ, რომ კრიზისი იმდენად სერიოზულია, რომ მომდევო 10-50 წელიწადში ჩვენი ქმედებები კაცობრიობის მომავალს განაპირობებს“, - ამბობს მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ჯერარდო ცებალოსი.

იანვარში გაერომ ველური ბუნების გადარჩენის გეგმა წარადგინა. ანალოგიური გეგმა ორგანიზაციამ 2010 წელსაც შეადგინა, მაგრამ მსოფლიომ მასში გაწერილი პირობები ვერ შეასრულა, ამიტომ ახლა პლანეტაზე სახეობების გადაშენების უპრეცედენტო ტემპი ფიქსირდება, საფრთხეშია ეკოსისტემები, რაც ადამიანის ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას ახდენს.