ლარი დოლართან - 4 თეთრით, ევროსთან კი 2.6 თეთრით გამყარდა
ლარი დოლართან - 4 თეთრით, ევროსთან კი 2.6 თეთრით გამყარდა

A+ A-

17:19 02/06/2020

2 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 4 თეთრი შეადგინა, შედეგად ახალი კურსით ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0772 ლარი გახდა. 

ლარი დღესვე ევროსთან მიმართებითაც გამყარდა, კურსის ცვლილებამ 2.6 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 3.4366 ლარი გახდა. 

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი გამყარებამ 0.58 თეთრი შეადგინა, ახალი კურსით ერთი ფუნტი 3.8671 ლარი ღირს.