პროდუქტებზე ფასები კიდევ მოიმატებს
პროდუქტებზე ფასები კიდევ მოიმატებს

A+ A-

17:26 02/06/2020

პროდუქტებზე ფასები კიდევ მოიმატებს. ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განაცხადა.

როგორც ჭყონია ამბობს, ლარის კურსის გამყარება საეჭვოა და სწორედ ეს გამოიწვევს ფასების მატებას.

“საეჭვოა, რომ ვინმემ შეძლოს ეროვნული ვალუტის გამყარება. გამყარებულად ჩაითვლება, თუ დაუბრუნდება 2.6 ნიშნულს. მე ვფიქრობ, რომ თუ კურსს 3.2-ის ფარგლებში შევინარჩუნებთ, იდეალური იქნება და თუ 3.2 ნიშნულს გადააჭარბა, ეს აისახება აუცილებლად და პროდუქტებზე ფასებიც გაიზრდება. მოთხოვნა რეალურად შემცირდება და ეს აისახება პირდაპირ ვალუტაზე”, - განაცხადა ჭყონიამ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი ხშირად იცვლება და დოლართან მიმართებით მკვეთრადაა გაუფასურებული. დღევანდელი მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0772 ლარს შეადგენს.