მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს
მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს

A+ A-

15:29 02/06/2020

მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განაცხადეს.

„მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს. შეიკვეცება ყველა ის ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული სოციალურ პროექტებთან და ჯანდაცვასთან. სავარაუდოდ 600 მილიონი ლარით შეიკვეცება ხარჯები“, - განმარტა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, მთავრობა 600 მილიონი ლარით შეამცირებს საწვავის, პრემიების, მივლინებებისა და ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას.

„ჩემი პროგნოზით, შემოსავლების ნაწილში დანაკლისი გვექნება დაახლოებით 1 მილიარდ 800 მილიონი ლარი. წელს მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის -4%-იანი შემცირება. ასევე გაზრდილი იქნება დეფიციტი და სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები.

გვჭირდება თანხები იმ ეკონომოკური პროგრამების დაფინანსებისთვის, რომელიც ვირუსის პირობებში სჭირდება ჩვენს თანამემამულეებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს.აქედან გამომდინარე, ვიღებთ იმ საერთაშორისო დახმარებებს, რომლებიც გამოცხადდა საერთაშორისო პარტნიორებისგან, დონორებისგან და ეს თანხები საშუალებას მოგვცემს, რომ დავაბალანსოთ ის დანაკლისი, რაც ბიუჯეტში გვექნება“, - აცხადებს კოვზანაძე.

"Imedinews"