საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა
საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა

A+ A-

12:41 02/06/2020

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. მიზეზად მძღოლები სოციალურ დისტანციას ასახელებენ. მათი თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ნაკლები მგზავრის გადაყვანა უწევთ.

„ადრე სამარშრუტო ტაქსი სრულად ივსებოდა და 22 ადამიანი გადაგვყავდა. ახლა მხოლოდ რამდენიმე მგზავრის გადაყვანა მოგვიწევს და შესაბამისად ფასიც იზრდება. ადრე იხდიდა ადამიანი 8 ლარს, ახლა იხდის 50 ლარს!“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკასთან“ საუბარში ერთ-ერთმა მძღოლმა.

ცნობისთვის, კერძო ავტომანქანებით საქალაქთაშორისო გადაადგილება უკვე შესაძლებელია, 8 ივნისიდან კი საქალაქთაშორისო მოძრაობა სრულად აღდგება.