სომხეთი - 10 009, აზერბაიჯანი - 5602, საქართველო - 796 - კორონავირუსის კავკასიური სტატისტიკა
სომხეთი - 10 009, აზერბაიჯანი - 5602, საქართველო - 796 - კორონავირუსის კავკასიური სტატისტიკა

A+ A-

12:31 02/06/2020

სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 009-მდე გაიზარდა.

სომხეთი კავკასიის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ პირველ ადგილს იკავებს.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან დღემდე, 158 გარდაცვალების შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 19 გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა.

განახლებული სტატისტიკის თანახმად, დავადების დამარცხება 3 427-მა ინფიცირებულმა შეძლო, ხოლო 6 424 კვლავ ებრძვის ვირუსს. ქვეყანაში სულ 59 917 ტესტია გაკეთებული.

პირველ ივნისს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მისი ოჯახის ყველა წევრს აქვს დადასტურებული. დღეს პრემიერ-მინისტრის პრესმენეჯერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფაშინიანი თავს კარგად გრძნობს და ის საქმიანობას დისტანციურად განაგრძობს.

რეგიონში მეორე ადგილზე კვლავ აზერბაიჯანია, სადაც ინფიცირების 5 602 შემთხვევაა დადასტურებული.

გარდაცვლილია 68 ადამიანი, 3 508 ინფიცირებულმა უკვე ვირუსი დაამარცხა, ხოლო 2 086 კვლავ ებრძვის ვირუსს.

კავკასიის რეგიონში ვირუსის გავრცელების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოშია.

აქ ვირუსის გავრცელების დღიდან გამოვლენილია ინფიცირების 796 შემთხვევა, გარდაცვლილია 12 ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთაგან ნახევარზე მეტი 634 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ამჟამად ქვეყანაში ვირუსი 150 ადამიანს უფიქსირდება მათგან 6 კრიტიკულად მძიმეა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელის დეკემბერში, ჩინეთში, ქალაქ უხანში გავრცელდა და უკვე 213 ქვეყანაშია დადასტურებული.

გამოვლენილია ინფიცირების 6 384 205 და გარდაცვალების 377 797 ფაქტი. მსოფლიოს მასშტაბით, უკვე გამოჯანმრთელდა 2 920 953 ინფიცირებული, ხოლო 3 085 953 კვლავ ებრძვის ვირუსს.

მარიამ მაჭარაშვილი