პაატა სალიას პირადი ცხოვრების ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრნენ
პაატა სალიას პირადი ცხოვრების ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრნენ

A+ A-

14:26 01/06/2020

კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებელის ირაკლი დუმბაძის განცხადებით, მის ადვოკატს, პაატა სალიას დავით ზეიკიძე პირადი ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა.

„მან სასამართლოების წაგების შემდეგ საბოლოოდ დაკარგა სახე და ამჯერად, უკვე თავისი ბინძური, ცილისმწამებლური მეთოდებით, ცდილობს გავლენა მოახდინოს უზენაეს სასამართლოზე.

ისიც კი იკადრა, რომ მისივე ვაჟის რეკომენდაციით დანიშნული ბუღალტრის მიერ კომპანიის ქონების მითვისების ფაქტი, ჩემ სახელს დაუკავშირა, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა თანხა მას შემდეგ მიითვისა, რაც მე ლიდერფუდში უკვე აღარ ვმუშაობდი.

თუმცა მისგან გასაკვირი არაფერია, რადგან ესაა ადამიანი, რომელიც უშუალოდ სასამართლოს დარბაზშიც არ ერიდება დანაშაულის ჩადენას.

ის ჩემს ადვოკატს – პაატა სალიას პირადი ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა, რაზეც თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს საქმის შესწავლა.

დავით ზეიკიძის და მისი ადვოკატის არჩილ კბილაშვილის მიერ გავრცელებული ცილისწამება, ეს არის ჩემი დისკრედიტაციის და უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეზე ზემოქმედების მოხდენის იაფფასიანი მცდელობა.

ეს პროცესი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ადამიანურად ძალიან მძიმეა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მათ ამ აბსურდს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცემა, რასთან დაკავშირებითაც უკვე მზადდება შესაბამისი საჩივრები ჩემი ადვოკატების მიერ,“- აცხადებს ირაკლი დუმბაძე.

წყარო: „პრაიმტაიმი“