ეროვნული გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება - ეკატერინე ტიკარაძე
ეროვნული გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება - ეკატერინე ტიკარაძე

A+ A-

12:58 01/06/2020

"გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, ვინც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ინტენსიურად თანამშრომლობენ განათლების სამინისტროსთან ეროვნული გამოცდების საკითხთან დაკავშირებითაც და გამოცდები უსაფრთხოდ ჩატარდება.

„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ჩვენ გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, ვინც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.