ინდოეთში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 8 782 და გარდაცვალების 233 ახალი ფაქტი გამოვლინდა
ინდოეთში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 8 782 და გარდაცვალების 233 ახალი ფაქტი გამოვლინდა

A+ A-

11:34 01/06/2020

ინდოეთში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 8 782 და გარდაცვალების 233 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამ მონაცემებით ინდოეთმა ინფიცირებულთა რაოდენობით, საფრანგეთს, გერმანიას, თურქეთსა და ირანს გადაუსწრო.

"worldometers"-ის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 190 609 და გარდაცვალების 5 408 შემთხვევა.

ინდოეთი "მსოფლიო ლიდერთა" სიაში უკვე რამდენიმე დღეა მეშვიდე ადგილს იკავებს.

იქ უკვე გამოჯანმრთელებულია 91 852 ადამიანი, ხოლო 93 349 კვლავ ებრძვის "ჩინურ ვირუსს".

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო, ინდოეთის მთავრობამ აპრილიდან 40 დღით მკაცრი ზომები შემოიღო, ქვეყანაში 122 მილიონი ადამიანი უსამსახუროდ დარჩა.

ამის შესახებ კვლევა გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, მხოლოდ 3 მაისისთვის უმუშევრობის დონემ 27.1%-ს მიაღწია.

CMIE-ს ცნობით, ყველაზე მძიმე დარტყმა დღიურ ხელფასზე მომუშავეებმა და მცირე ბიზნესში დასაქმებულებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უხანში გავრცელდა და უკვე 213 ქვეყანაშია დადასტურებული.

გამოვლენილია ინფიცირების 6 259 249 და გარდაცვალების 373 697 ფაქტი.

მსოფლიოს მასშტაბით, უკვე გამოჯანმრთელდა 2 843 998 ინფიცირებული, ხოლო 3 041 554 კვლავ ებრძვის ვირუსს.

მარიამ მაჭარაშვილი