რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა

A+ A-

11:12 01/06/2020

საქართველოს ჩრდილოელ მეზობელ რუსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 400 ათასს და მსოფლიო ლიდერთა სიაში ამ მაჩვენებლით მესამე ადგილს იკავებს.

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეს ინფიცირების 9 268 ახალი ფაქტი გამოვლინდა. რუსეთში, "ჩინური ვირუსით" უკვე გარდაცვლილია 4 693 ადამიანი, მათგან 138 გასულ 24 საათში, გარდაცვლილთა მაჩვენებლით ის უკვე მეცამეტე ადგილს იკავებს.

რუსეთში გამოჯანმრთელებულია 171 883 ინფიცირებული, ხოლო 229 267 ადამიანი კვლავ ებრძვის ვირუსს.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უხანში გავრცელდა და უკვე 213 ქვეყანაშია დადასტურებული.

4გამოვლენილია ინფიცირების 6 259 249 და გარდაცვალების 373 697 ფაქტი.

მსოფლიოს მასშტაბიტ უკვე გამოჯანმრთელდა 2 843 998 ინფიცირებული, ხოლო 3 041 554 კვლავ ებრძვის ვირუსს.