მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 109 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 109 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

11:03 01/06/2020

 

გასულ დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 109 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 3 191 პაციენტი.

"worldometers"-ის სტატისტიკის მიხედვით, მსოლიოში ვირუსის გავრცელების დღიდან, სულ გამოვლენილია ინფიცირების 6 259 249 და გარდაცვალების 373 697 ფაქტი.

ვირუსისგან უკვე გამოჯანმრთელებულია 2 843 998 ინფიცირებული, ხოლო 3 041 554 კვლავ ებრძვის ვირუსს.

მსოფლიო ლიდერთა სიაში კვლავ პირველ ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ინფიცირების 2 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული და გარდაცვლილია 106 195 ადამიანი.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უხანში გავრცელდა და უკვე 213 ქვეყანაშია დადასტურებული.