საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

A+ A-

10:35 01/06/2020

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 794 შემთხვევაა დადასტურებული და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 624-ს შეადგენს.

ამდროისთვის ვირუსს საქართველოში 158 ადამიანს უფიქსირდება.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2494 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.