ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 საბურთალოს კლასტერს ეკუთვნის
ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 საბურთალოს კლასტერს ეკუთვნის

A+ A-

10:52 01/06/2020

დღეს დილით 43 პაციენტია ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში, 29 პირს დადასტურებული აქვს კორონავირუსი და მათგან 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო 4 ბოლნისის კლასტერიდან.

„გუშინ დაემატა 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა და აქედან 4 პაციენტს ჩვენს კლინიკაში დაუდასტურდა კორონავირუსი, ხოლო 7 პაციენტი გადმოვიდა სხვა კლინიკებიდან დადასტურებული დიაგნოზით. აღნიშნული 7 პაციენტი საბურთალოს კლასტერს განეკუთნება, ხოლო 4 - ბოლნისის კლასტერიდანაა. ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან იგი დატვირთული ანამნეზით არის, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი კვლევაში ჩართვას ელოდება“ - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა.