სოც. ქსელებს ფაქტების გადამოწმების ავტომატური პროგრამა აქვს - Facebook-ი ტრამპს პასუხობს
სოც. ქსელებს ფაქტების გადამოწმების ავტომატური პროგრამა აქვს - Facebook-ი ტრამპს პასუხობს

A+ A-

10:38 29/05/2020

თეთრი სახლის გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებას გამოეხმაურა „ფეისბუკი". მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ინტერნეტ პლატფორმები „სიმართლის არბიტრები ვერ იქნებიან".  განცხადება სოციალური ქსელის ხელმძღვანელმა „სი-ენ-ბი-სი_სთან" ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ინტერნეტ პლატფორმები ნამდვილი ამბების გავრცელებას უნდა ემსახურებოდნენ, თუმცა მათი ფუნქცია გამოგონილი ამბისგან სიმართლის გამოცალკევება და მისი ანალიზი არ არის.

სატელევიზიო ინტერვიუში ცუკერბერგმა თქვა, რომ სოციალურ ქსელებს ფაქტების გადამოწმების ავტომატური პროგრამა აქვს და მისი დანიშნულება დეზინფორმაციის გავრცელების აღკვეთაა.