რატომ უნდა დავუფინანსო ჩემი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით ვიღაცას ბინის გაყიდვა? - ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე ანტიკრიზისულ გეგმაზე
რატომ უნდა დავუფინანსო ჩემი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით ვიღაცას ბინის გაყიდვა? - ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე ანტიკრიზისულ გეგმაზე

A+ A-

13:56 28/05/2020

მოქალაქეების ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით ვიღაცისთვის ბინის ყიდვის დაფინანსება უსამართლობაა. უსამართლობაა, როცა სახელმწიფო ადამიანებს შერჩევით ეხმარება. ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს და მთავრობის მიერ, დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება.

"სრული უსამართლობა - მეც კრედიტის გადამხდელი ვარ მაგრამ ჩემზე არ ზრუნავს ჩემი სახელმწიფო! - არ მაქვს არანაირი სურვილი გადასახადებისაგან შექმნილი ბიუჯეტით მათ შორის, ჩემი წვლილით ვიღაცის ბინის ყიდვა დავაფინანსო და მითუმეტეს დეველოპერების ჯიბე შევავსო - უსამართლობაა როცა სახელმწიფო შერჩევით ეხმარება თან ისეთ ადამიანებს ვინც სოციალურად გაჭირვებული არ არის. ვიმეორებ მეც იპოთეკური კრედიტის გადამხდელი ვარ - ბევრჯერ გამიჭირდა სწორედ ბინის შესაძენად აღებული კრედიტის გადახდა - რატომ ვერცერთხელ ვერ აღმოვჩნდი სახელმწიფოს ზრუნვის - სამიზნე? რატომ უნდა დავუფინანსო ჩემი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით ვიღაცის ბინის ყიდვა - "ეს არის ჩვენი მოქალაქეების დახმარება" - ტყუილია? რატომ ვერასდროს ვერ გავხდი "ასეთი ჩვენი" მოქალაქე ? უსამართლობაა ძალიან დიდი უსამართლობა - არ დამიწყოთ ეხლა გრძელვადიან პერსპექტივაზე და სამშობლოზე საუბარი ვთვლი, რომ ძალიან არასწორი მიდგომაა და რაც მთავარია - უ ს ა მ ა რ თ ლ ო", - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, დეველოპერული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, მთავრობა ასუბსიდირებს იპოთეკური სესხების 4 პროცენტს. სუბსიდია გაგრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. ეს დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარში შემცირებდა 7%-მდე.
მარტივად, რომ განვმარტოთ, თუ იპოეთეკით სახლის ყიდვას აპირებთ – 5 წლის ვადით სესხის პროცენტის ნაწილს მთავრობა გადაიხდის.