რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 894 და გარდაცვალების 150 ახალი ფაქტი დაფიქსირდა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 894 და გარდაცვალების 150 ახალი ფაქტი დაფიქსირდა

A+ A-

13:42 22/05/2020

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 894 და გარდაცვალების 150 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

"მსოფლიოს ლიდერთა სიაში" რუსეთი ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ მეორე ადგილს იკავებს. ევროპაში პირველ ადგილს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით მეთექვსმეტე ადგილს.

უახლესი მონაცემების მიხედვით, რუსეთში გამოვლენილია კორონავირუსის 326 448 შემთხვევა. ქვეყანაში "ჩინური ვირუსის" მსხვერპლთა საერთო რიცხვი კი 3 249-მდე გაიზარდა.

რუსეთში თითქმის 100 ათასი ინფიცირებული განკურნებულია.

აღსანიშნავია, რომ, ქვეყანაში ინფცირების ეპიცენტრი კვლავ მოსკოვია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული გარდაცვალების 73 შემთხვევა სწორედ მოსკოვში გამოვლინდა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უხანში გამოვლინდა და უკვე 213 ქვეყანაშია გავრცელებული.

მსოფლიოს მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების 5 207 910 და გარდაცვალების 334 848 შემთხვევა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი დაამარცხა 2 092 168 ადამიანმა.