შიდა ტურიზმი უნდა გაიზარდოს, რადგან ქვეყანაში ინფექციის გავრცელება დიდი არაა - გამყრელიძე
შიდა ტურიზმი უნდა გაიზარდოს, რადგან ქვეყანაში ინფექციის გავრცელება დიდი არაა - გამყრელიძე

A+ A-

13:39 22/05/2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძის თქმით, წელს ქვეყანაში შიდა ტურიზმი უნდა გაიზარდოს, რადგან ინფექციის გავრცელება დიდი არაა. ამ თემაზე გამყრელიძე მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

"შიდა ტურიზმი წელს ქვეყანაში მეტად უნდა განვითარდეს, მინდა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად, ჩვენ ყველამ საქართველო უკეთ გავიცნოთ. წავიდეთ და ვიაროთ იქ, რადგან ჩვენ შიგნით, ჩვენთვითონ ინფექცია, საბედნიეროდ, დიდი არ გვაქვს, ამ თვალსაზრისით არ ვართ ინფიცირებულები", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ შიდა ტურიზმს გარე ტურიზმისაგან განსხვავებით დამატებით კვლევა არ სჭირდება, მთავარია რაიმე სიმპტომის შემთხვევაში ადამიანებმა ექიმთან კონსულტაცია გაიარონ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელებულია 495 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 12. კარანტინის რეჟიმში 3 614 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 316.