კოვიდ 19-ის გამო, აშშ შენგენის ზონიდან მგზავრების მიღებას უახლოეს ხანში არ დაიწყებს
კოვიდ 19-ის გამო, აშშ შენგენის ზონიდან მგზავრების მიღებას უახლოეს ხანში არ დაიწყებს

A+ A-

13:29 21/05/2020

კოვიდ 19-ის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები შენგენის ზონიდან მომავალი მგზავრების მიღებას უახლოეს ხანში არ დაიწყებს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა კეილი მაკენანიმ გააკეთა.

„ჩვენ ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით გრაფიკი არ გვაქვს. პრეზიდენტის მთავარი სადარდებელი არის ამერიკელი ხალხის დაცვა. მოგზაურობაზე შეზღუდვამ ამერიკელების სიცოცლხე გადაარჩინა“, – განაცხადა მაკენანიმ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად დონალდ ტრამპმა შენგენის ზონიდან მოგზაურების მიღებაზე შეზღუდვა 30 დღით დააწესა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ეს აკრძალავა ძალაში დარჩება, ვიდრე ევროპაში ვითარება არ გამოსწორდება.

გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატები და ევროპელები, ვისაც აშშ-ში მუშაობის უფლება აქვთ.