ცხინვალში 25 სტუდენტი კარანტინიდან გაიქცა – ოსური მედია
ცხინვალში 25 სტუდენტი კარანტინიდან გაიქცა – ოსური მედია

A+ A-

13:16 21/05/2020

რუსეთის სამხედრო სასწავლებლის 25 სტუდენტი, რომლებიც რუსეთიდან ცხინვალში ჩამოსვლის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორკვირიან კარანტინში მოათავსეს, 20 მაისს გაიპარნენ. 

ინფორმაციას ოსური მედია “სპუტნიკ-ოსეტიას” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობითვე, სამართალდამცველებმა ისინი უკვე იპოვეს და საკარანტინო ზონაში დააბრუნეს.

ოსური მხარის ცნობით, ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო სასწავლებლებისდან ვადაზე ადრე ცხინვალში 250-მდე სტუდენტი დაბრუნდა.

დღეის, 21 მაისის ინფორმაციით,  სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული.

ასევე, ოფიციალური ცნობითვე, თითქმის ყველა პაციენტი რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნებული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია.

"ნეტგაზეთი"