ჩვენ გვჭირდება შედეგი -ზელენსკი პუტინს დონბასზე პირისპირ მოლაპარაკებას სთავაზობს
ჩვენ გვჭირდება შედეგი -ზელენსკი პუტინს დონბასზე პირისპირ მოლაპარაკებას სთავაზობს

A+ A-

15:16 20/05/2020

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მზად არის, ოკუპირებული დონბასის საკითხზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის პუტინთან უშუალო მოლაპარაკებისთვის, რათა დასრულდეს ომი დონბასში და ოკუპირებული ტერიტორიები დაბრუნდეს.

,, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება სხვაგვარად აფასებს პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელთა გაგებაც მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როდესაც ერთი ერთზე ხართ და არსებობს რამდენიმე პასუხი, რომელთა მოსმენაც შეგიძლია, როდესაც ერთი ერთზე ხართ, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი 100%-იანი დასკვნების გაკეთება“, - განაცხადა ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ის საკუთარ თავს კიდევ 1 წელს აძლევს, რათა ,,მინსკის ხელშეკრულებაში“ წარმატებას მიაღწიოს.

”ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე მინსკისთვის, რადგან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები არის დაკავშირებული მინსკთან. მე ვიძლევი პირობას, რომ ერთ წელიწადში წარმატებას მივაღწევთ. ჩვენ  დიპლომატიური გზებით ამ ვითარებიდან გამოსვლას შევძლებთ ”, - თქვა მან.

პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ მას არ სურს  გეგმა "B" და "C" განახორციელოს, თუმცა ადატურებს, რომ ასეთი გეგმები არსებობს.

მანამდე, პრესკონფერენციის დროს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან არანაირი სატელეფონო ზარი არ ყოფილა.

”რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს ... ჩვენ ამით ვერაფერს გავაკეთებთ, მათთან უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მინსკის ფორმატი პრიორიტეტია, მაგრამ  სხვა ფორმატს არავინ არ აუქმებს.

მზად ვარ მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის, რომელსაც შეუძლია  ომის დასრულებასთან და ხალხის ჩვენ ტერიტორიებზე დაბრუნებასთან  მიგვაახლოვოს. ჩვენ გვჭირდება შედეგი", -  განაცხადა ზელენსკიმ.

ანა ქორჩილავა