"ჩვენ ჯარს ვენაცვალე უბრალო და წესიერ ჯიგარში!" – ფოტოები დაშლილი ბლოკ-პოსტიდან და მადლიერი მანგლისელები
"ჩვენ ჯარს ვენაცვალე უბრალო და წესიერ ჯიგარში!" – ფოტოები დაშლილი ბლოკ-პოსტიდან და მადლიერი მანგლისელები

A+ A-

14:44 20/05/2020

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. შესაბამისად, იშლება ბლოკ-პოსტები სოფლებისა და ქალაქების შესასვლელებთან

სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი დაშლილი ბლოკ-პოსტის ფოტოები.

„აი, აქ იყვნენ დაბანაკებული ჩვენი ჯიგარმაგარა ჯარისკაცები 2 თვის განმავლობაში. მოგეხსენებათ, Covid კარანტინის გამო, თბილისის შესასვლელი მანგლისის მხრიდანაც დაკეტილი იყო. რამოდენიმე დღეა, ჯარმა აშალა ბანაკი, დაუბრუნდა მუდმივი დისლოკაციის ადგილს.

სულ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიარე ამათი ნაბინადარი და ერთი ნამწვიც კი ვერ ვიპოვე, საგულდაგულოდ დაულაგებიათ აქაურობა.

ესეც ქვეყნის სამსახურია, მაღალი და სამაგალითო სტანდარტია ჩვენი გაჩუჩმეკებული ყოფისთვის. ჩვენ ჯარს ვენაცვალე უბრალო და წესიერ ჯიგარში.

პ.ს.თუ ვინმემ იცით, დათაგეთ შესაბამისი უწყება, – იცოდნენ ჩვენი მადლიერების შესახებ“, – წერს ვასილ გვენცაძე.

  

წყარო: „პრაიმტაიმი“