კემბრიჯის უნივერსიტეტი 2020-2021 აკადემიური წლის სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში ჩაატარებს
კემბრიჯის უნივერსიტეტი 2020-2021 აკადემიური წლის სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში ჩაატარებს

A+ A-

12:33 20/05/2020

კემბრიჯის უნივერსიტეტი 2020-2021 აკადემიური წლის სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კემბრიჯი პირველი ბრიტანული უნივერსიტეტია, რომელმაც ვირტუალური სასწავლო პროცესი გამოაცხადა მომდევნო აკადემიური წლისთვის.

„პანდემიის დროს უნივერსიტეტი მუდმივად ითვალისწინებს ცვალებად რეკომენდაციებს. იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური დისტანცირება კვლავ იქნება ერთ-ერთი მოთხოვნა, უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ ტრადიციული ლექციები მომდევნო აკადემიურ წელს არ ჩატარდება“, - განაცხადეს კემბრიჯის უნივერსიტეტში.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს, თუ კორონავირუსის შეკავებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიცვლება.

"imedi news"