ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთი ბრალდებულის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთი ბრალდებულის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა

A+ A-

14:38 19/05/2020

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.

როგორც ბრალდებულ თორნიკე ქვათაძის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. დანარჩენი პირების მიმართ კი, პატიმრობა ძალაში დარჩა. სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ყველა პირისთვის ითხოვდა. ადვოკატის თქმით, პატიმრობის გაგრძელების ფორმალური საფუძველი და საფრთხე არ არსებობდა. დღესვე პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს.

შემდეგი სხდომა 2 ივნისს, 13:00 საათზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.