FIFA, კორონავირუსთან საბრძოლველად, საქველმოქმედო მატჩს გამართავს
FIFA, კორონავირუსთან საბრძოლველად, საქველმოქმედო მატჩს გამართავს

A+ A-

11:40 19/05/2020

ფიფა თავის ისტორიაში პირველად უწევს ორგანიზებას საქველმოქმედო მატჩს, რათა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად თანხები შეაგროვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ღონისძიების ამოცანა კოროვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად წამლების შეძენაა. ასევე მიზნად ისახავს გლობალური თანამშრომლობას, რომ ინფექციის მკურნალობის ტექნოლოგიები სწრაფად შემუშადეს, წარმოებაში ჩაეშვას და თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.

„ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სოლიდარობა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მაქსიმალური მონაწილეობა მივიღოთ. ცნობიერების ამაღლებაში რამდენიმე კამპანიის დახმარებით აქტიურად ვმონაწილეობდით. ფიფამ ამ პრობლემის გადაჭრაში ფინანსური წვლილი უკვე გაიღო. მაგრამ ახლა ვალდებულებას ვიღებთ, ეს გლობალური საქველმოქმედო მატჩი ჩავატაროთ. შეხვედრა მაშინ შედგება, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, თუნდაც რამდენიმე თვის შემდეგ” – განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.