უნივერსიტეტებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე ჩატარდება
უნივერსიტეტებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე ჩატარდება

A+ A-

14:24 18/05/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უმაღლესი სასწავლებლების მიერ, შეფასების მექანიზმი სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე განისაზღვრა. შედეგად, ფინალური გამოცდები ძირითადად შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე, უნივერსიტეტების მიერ შემუშავებული ფორმატისა და განრიგის მიხედვით ჩატარდება.

რაც შეეხება საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვას, ის სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმებით, ინდივიდუალური გრაფიკით მოხდება.

„აღსანიშნავია, რომ ის სასწავლო კურსები, რომლებიც პრაქტიკულ კომპონენტსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს მოიცავს, ინტენსიურ რეჟიმში საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნებისას ჩატარდება. მინისტრმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მის მიერ მიცემულ რეკომენდაციას სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტების მიერ, სტუდენტებისთვის, სემესტრის ფარგლებში, შეთავაზებულია გადახდის მოქნილი, ინდივიდუალური გრაფიკი ან/და, სწავლის გადასახადი გადავადებულია. რაც შეეხება, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრულ გრანტებს, სტიპენდიებსა და პროგრამულ დაფინანსებას, სამინისტრო გადარიცხვის პროცედურებს შეუფერხებლად უზრუნველყოფს“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

"imedi news"