საკარანტინო სივრციდან თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა
საკარანტინო სივრციდან თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

A+ A-

14:47 17/05/2020

საკარანტინო სივრციდან თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. 

მამაკაცს  დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 37 აბი „სუბუტექსი“ ცხელების ცენტრში გადაყვანის შემდეგ აღმოუჩინეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვას გულისხმობს.

"imedinews"