გიორგი კეკელიძე გიორგი მარგველაშვილის "კარის მეზობელი" გახდება
გიორგი კეკელიძე გიორგი მარგველაშვილის "კარის მეზობელი" გახდება

A+ A-

13:28 15/05/2020

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საცხოვრებლად დუშეთის რაიონში, კერძოდ, სოფელ ჩანადირთკარში გადადის.

გიორგი კეკელიძე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის "კარის მეზობელი" გახდება. 

„ეს არის ბოლო სურათი ბინაში, სადაც ათი წელი ვიცხოვრე. ზუსტად ათი. ვიფიქრე დამეწერა თუ არ - ბევრი ვიფიქრე. და რადგან კითხულობთ, ესე იგი, დავწერე და რადგან ვჭოჭმანობდი, ესე იგი, მიზეზი მქონდა.

პირველი, ის, რომ განშორებებს ვერ ვიტან, უფრო სწორედ - განშორებების სცენებს. ვერ ვუძლებ - ვერც ფილმებში და ვერც ცხოვრებაში. ამიტომაც, ვცდილობ არ შევიმჩნიო ხოლმე და წავუყრუო. ასე უფრო ადვილია.

მეორე, ის, რომ ამ ბინაში ბარემ ათი კაცის სამყოფი თავგადასავალი გადამხდა - ცუდჯერ მეტად მოვიქეცი, ვიდრე პირიქით, თუმცა ეს სიცუდეც, ალბათ უფრო დაუკვირვებელი ან უნებლიე იყო - ამიტომაც ვნანობ, მაგრამ თავს არ ვიგვემ. ეს კედლები კი აკვირდებოდნენ ჩემს ძალიან დიდ წარმატებებს და დიდ მარცხებს.

დღეიდან ჩანადირთკარში, ბაზალეთის მახლობლად, პატარა კოტეჯში ვიცხოვრებ და მერე მცხეთის ერთ სოფელში ვაპირებ დამკვიდრებას. თბილისი დარჩება ისევ ჩემს მთავარ ქალაქად, სადაც ამიერიდან მხოლოდ ვიმუშავებ. გეგმები დიდია და ფიქრი ამბიციური. და ცვლილებაც გარდაუვალი. მეტი სწავლა. მეტი შრომა. მეტი თავისუფლება. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, მეგობრებო!“, - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.