ავღანეთში მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა სატვირთო მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად
ავღანეთში მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა სატვირთო მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად

A+ A-

16:00 14/05/2020

14 მაისს ავღანეთში მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა სატვირთო მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. ოფიციალური მონაცემებით, აფეთქება მოხდა აღმოსავლეთ ავღანეთის პროვინცია პაქტიაში, ქალაქ გარდეზის სასამართლოს მახლობლად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ტარიკ არიანმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

პროვინცია პაქტიის სამხედრო წარმომადგენლის, ემალ ხან მოჰამადის თქმით, დაიღუპა ხუთი ადამიანი და 14 დაიჭრა.

თალიბების წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თავდასხმისთვის პასუხისმგებელია თალიბანი.

აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც 12 მაისს მეამბოხეებმა ქაბულში თავდასხმა მოაწყვეს და მოკლეს 24 ადამიანი, მათ შორის სამშობიარო სახლში მყოფი დედები და ახალშობილი ბავშვები.

"რადიო თავისუფლება"