კორონავირუსის ახალი მუტაცია მის დასუსტებაზე მიანიშნებს! – მეცნიერები
კორონავირუსის ახალი მუტაცია მის დასუსტებაზე მიანიშნებს! – მეცნიერები

A+ A-

16:00 13/05/2020

არიზონელი მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსის ახალი მუტაცია ზუსტად იმეორებს იმ ცვლილებებს, რომლებიც 2003 წელს SARS-მა განიცადა. რის შემდეგაც ის საგრძნობლად დასუსტდა, შემდეგ კი გაქრა. ინფორმაციას ამის შესახებ nypost ავრცელებს.

შესაბამისად მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ახალი მუტაცია დიდი ალბათობით მის დასუსტებაზე მიანიშნებს.

ახალი კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დოქტორ ეფრემ ლიმის თქმით, მკვლევართა ჯგუფმა კვლევის პროცესში ახალი ტექნოლოგია გამოიყენა, რომელსაც Sars-Cov-2-ის გენომის მთლიანად „წაკითხვა” შეუძლია.

ეს ტექნოლოგია მეცნიერებს იმის დადგენაში ეხმარება, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი, როგორ მუტირებს და ადაპტირდება ის დროთა განმავლობაში.

მკვლევარებმა კორონავირუსით ინფიცირებული 382 პაციენტის ცხვირის ნაცხი გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ ზოგ მათგანში ვირუსს თავისი გენომის მნიშვნელოვანი ნაწილი აკლდა.

ახალ კვლევაში, რომელიც ვირუსოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ზოგ ნიმუშში ვირუსის ნაწილი სამუდამოდ იყო წაშლილი.

თუმცა, რა თქმა უნდა, იგივე მოხდება თუ არა ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ზუსტად ვერ ვიტყვით.

"primetime"