თბილისში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში უსახლკარო მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში უსახლკარო მამაკაცის ცხედარი იპოვეს

A+ A-

16:14 12/05/2020

თბილისში, მეტეხის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო მამაკაცია, რომელიც მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა. ის დაახლოებით 1 კვირის წინ გაუჩინარდა, დღეს კი გარდაცვლილი ნახეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.