ყვარელში მდინარეების ადიდების შედეგად სახნავ-სათესი მიწები და ვენახები დაიტბორა
ყვარელში მდინარეების ადიდების შედეგად სახნავ-სათესი მიწები და ვენახები დაიტბორა

A+ A-

16:26 10/05/2020

ყვარელში უხვი ნალექის შედეგად მდინარეები დურუჯი და შოროხევი ადიდდა. სოფელ ბალღოჯიანსა და ახალსოფელში მდინარე შოროხევმა გაარღვია ნაპირი, რის შემდეგადაც დაიტბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ვენახები და მესაქონლეობის ფერმები.

ყვარლის მერიაში აცხადებენ, რომ ადიდებული მდინარე დურუჯი ყვარლის ტერიტორიაზე არსებულ ვენახებსაც  უქმნის საფრთხეს. ამ დროისთვის, დატბორილია ვენახების გარკვეული ტერიტორია.

მდინარეების კალაპოტის გასამაგრებლად მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მობილიზება.

წყალდიდობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც. სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის რვა სოფელი – გურგენიანი, ცოდნისკარი, ვარდისუბანი, კართუბანიგიორგეთი, აფენი, ჭაბუკიანი და ლელიანი დაიტბორა.