ლანჩხუთში მეზობელმა მეზობელი მოკლა და თავი მოიკლა
ლანჩხუთში მეზობელმა მეზობელი მოკლა და თავი მოიკლა

A+ A-

17:45 09/05/2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მკვლელობა მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების შედეგად მამაკაცმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.