ექსკლუზივი: ეს უნდა მომხდარიყო, სქემა ჩავარდა! - რა ჰქონდა დაგეგმილი მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში?
ექსკლუზივი: ეს უნდა მომხდარიყო, სქემა ჩავარდა! - რა ჰქონდა დაგეგმილი მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში?

A+ A-

18:10 08/05/2020

"მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შემთხვევაში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკვე შემუშავებული ჰქონდა სქემა, რომელიც საკუთარი საკადრო პოლიტიკის გატარებას უკავშირდებოდა, მაგრამ ეს სქემა ჩავარდა“, - ამის შესახებ “2020NEWS“-თან ექსპერტმა ირაკლი გოგავამ განაცხადა.

გოგავას ინფორმაციით, სააკაშვილის სქემა შემდეგი საკადრო პოლიტიკის გატარებას გულისხმობდა: უკრაინის ხელისუფლებას სურდა, სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დაინიშვნის შემდეგ, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე გიზო უგულავა დაენიშნა, ხოლო გამოძიებათა ბიუროს ხელმძღვანელად უკრაინის პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, დავით საყვარელიძე.

„თავიდან იყო გეგმა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა ყოფილიყო უკრაინის ვიცე-პრემიერი პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეოფომების დარგში. ჩემი ინფორმაციით, გიზო უგულავა უნდა გამხდარიყო ანტიკრუფციული ბიუროს ხელმღვანელი და დავით საყვარელიძე გამოძიებათა ბიუროს ხელმძღანელი.

ეს სამეული უკრაინაში მდიდრებს დაერეოდა, მოაწყობდა მასობრივ შოუს და ადამიანებს ქონებას წაართმევდა ისე, როგორც საქართველოში. ამ სქემის ამუშავებას აპირებდნენ. სქემა ჩავარდა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს სქემა კვლავაც აამუშაონ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში სააკაშვილი ვიცე-პრემიერად ვერ დამტკიცდა“,- განაცხადა გოგავამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სააკაშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა რადაც, თუმცა ინიციატივა პარლამენტიდან მალევე უკან გაიწვია.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე